top of page

ჩვენ შესახებ

კომპანია - შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“ - თავის საქმიან ბიოგრაფიას 2007 წლიდან ითვლის, როდესაც ორმა ახალგაზრდა ამბიციურმა სპეციალისტმა გადაწყვიტა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა საქართველოს არქიტექტურულ-საპროექტო და დეველოპერულ-სამშენებლო ლანდშაფტში. მას შემდეგ კომპანიამ წარმატებული გზა გაიარა და ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. ასეთ მიღწევას ხელი შეუწყო, როგორც კომპანიის თანამშრომლების გულმოდგინედ შერჩევის დამკვიდრებულმა პრაქტიკამ, ისე საპროექტო ობიექტების არა „ცალობრივი“, არამედ კომპლექსური ფუნქციურ-გეგმარებითი გააზრების პრინციპის შეუვალმა ერთგულებამ.

 

ვრცელია კომპანიის ოპერირების დიაპაზონი, ვინაიდან არქიტექტურული და დეველოპერული საქმიანობასთან ერთად,  ის მოიცავს  ისეთ სფეროებს როგორიცაა:

  • NC Consulting

  • NC Development

  • NC Construction

  • NC Hospitality

  • NC Agro

  • NC Industry

 

​დღეს, კომპანიის ავტორიტეტს მოწმობს არქიტექტურულ-საპროექტო და დეველოპერულ-სამშენებლო კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა და საერთაშორისო რანგის ექსპერტების პროფესიული შეფასებები.

სოციალური პასუხისმგებლობა

ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა გამოიხატება ისეთ საქველმოქმედო საქმიანობაში, როგორიცაა  საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 7 კილომეტრში მდებარე სოფელ ტირძისში ტურისტულ-საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსი მოიცავს:

მარანს - ნაშენს ძველი ქართული წესით, სასტუმროს, რესტორანსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებს.

კომპლექსის მშენებლობა და ფუნქციონირება ხელს უწყობს მკვიდრი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნას, მიგრაციული განწყობების შემცირებას, რეგიონის პოზიციონირებას საქ-ოს აგრო და ეკო ტურისტულ ბაზარზე.

ამასთან, კომპანიის მეშვეობითა და ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის ტერიტორიაზე ხორციელდება კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია.

 

ჩვენი პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა ის მრავალრიცხოვანი საჯარო შეხვედრები, მოხსენებები თუ პრეზენტაციები, რომლებიც ფართე საზოგადოებისათვის განსაკუთრებული ინტერესის მქონე პროექტების შემუშავებისას ჩვენი მოქალაქეებისათვის განუყოფელი ნაწილია.

bottom of page