top of page

აირჩიე ბინა

კორპუსი ვაშლიჯვარი ტ1.jpg

პროექტის შესახებ

თანამედროვე, კომფორტული, ეკოლოგიური, მომხიბლავი საცხოვრისის შექმნა - კომპანიის მუდმივი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ახლადშეძენილ ბინაში შესვლისთანავე ოჯახმა შინ უნდა იგრძნოს თავი. სწორედ ასეთად გვესახება ახალი  საცხოვრებელი კომპლექსი “NCD ვაშლიჯვარი“ თბილისში. კომპლექსი შენდება  საბურთალოს რაინში, ლისის ტბიდან ორიოდე კილომეტრში; მისი მისამართია - 29 - ა, ვალენტინ თოფურიძის ქ.

საცხოვრებელი კომპლექსისათვის ადგილის შერჩევისას, გავითვალისწინეთ სატრანსპორტო მისაწვდომობის მთავარი პირობა - მიწის ნაკვეთი სწრაფად განვითარებად, საბურთალოსა და დიღმის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურულ ღერძზეა განთავსებული - მარშალ გელოვანის გამზირსა და მეტრო დელისს შორის.

2330 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე ორი  9 და 10 სართულიანი კორპუსია დაპროექტებული;     ბინების არჩევანი - მრავალფეროვანია - 39 კვ.მ - დან 117.1 კვ.მ - მდე; ყველა ბინაში გათვალისწინებულია აივანი.

ბინების უთუო ღირსებაა პანორამული ხედები, რომლებიც, აღმოსავლეთით, დედაქალაქზე იშლება, დასავლეთით კი - ბუნებრივ ლანდშაფტს მოიცავს.

კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია 6.687 კვ.მ ფართობის სკვერი, სადაც მოწყობილია:

  • „იაპონური“ სკვერი

  • აუზი შადრევნითა და წყალმცენარეებით;

  • საბავშვო სათამაშო მოედანი;

  • ტრენაჟორობით აღჭურვილი სასპორტო - სავარჯიშო მოედანი;

  • საჩრდილობლები მოსასვენებელი ადგილებით.

მომავალ მობინადრეს დახვდება ინფრასტრუქტურის დამატებითი ობიექტები:

  • 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი;

  • ქსელური სასურსათო მაღაზია;

  • სხვა კომერციული ობიექტები.

ბინებში გათვალისწინებულია ხმისა და დათბუნების იზოლაცია; გამოყენებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები.

 

მშენებლობის დასრულების ვადები:

  • პირველი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2020 წელს;

  • მეორე კორპუსის მშენებლობა დასრულდება 2023 წლის ბოლოს.

მეორე კორპუსის ჩაბარების სამშენებლო სტადია:

მომავალ მობინადრეს ბინა ბარდება „მწვანე კარკასის“ კონდიციაში, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ლითონის შესასვლელი კარი;

  • მეტალო-პლასტმასის, ვიტრაჟული კარ - ფანჯარა;

  • მსუბუქი ბლოკებით ამოყვანილი და გალესილი შიდა ტიხრები (სან - კვანძებში ლესვის გარეშე);

  • მოჭიმული იატაკი (სან - კვანძის გარდა);

  • გათბობის კოლექტორული სისტემის მილები რადიატორებისთვის;

  • ელექტროგაყვანილობა;

  • წყალ-კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები;  

  • სამზარეულოსა და გამათბობელი ქვაბის განთავსების ადგილამდე მიყვანილი ბუნებრივი აირის მილი;

  • მოპირკეტებული აივანი;

  • გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მრიცხველები; გაყვანილობა ხანძარსაწინააღმდეგო (კვამლის) დეტექტორისთვის.

შევხვდეთ
“NCD ვაშლიჯვარში“!

bottom of page